რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეოთხე პაკეტი ურსულა ფონ დერ ლაიენმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან განიხილა
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეოთხე პაკეტი ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან განიხილა. ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„პუტინის ომის დღითი დღე სულ უფრო სასტიკი ხდება. ახლახანს ვაცნობე უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის სანქციების მეოთხე პაკეტის შესახებ. ევროკავშირი უკრაინელი ხალხის გვერდითაა. ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ 1,2 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების პაკეტით და 500 მილიონი ევროს ოდენობის ჰუმანიტარული დახმარებით“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, რუსეთზე სანქციებით მზარდი ზეწოლა განხორციელდეს. მისი თქმით, უკრაინა განაგრძობს ევროკავშირის წევრობისკენ სვლას.
„განვიხილე ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინისადმი რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევაში. სანქციების მზარდი ზეწოლა რუსეთზე მნიშვნელოვანია. ასევე ვაფასებთ მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას. უკრაინა განაგრძობს ევროკავშირის წევრობისკენ სვლას“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.