უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შემდეგ რუსეთის ვორონეჟის ოლქში, საბრძოლო მასალის საწყობში ხანძარი გაჩნდა, მიმდინარეობს მოქალაქეთა ევაკუაცია
უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შემდეგ რუსეთის ვორონეჟის ოლქში, საბრძოლო მასალის საწყობში ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივების ცნობით, საწყობში ფეთქებადსაშიში ნივთები ინახება, დაწყებულია მოქალაქეთა ევაკუაცია.
როგორც ვორონეჟის გუბერნატორმა, ალექსანდრ გუსევმა განმარტა, უპილოტო საფრენი აპარატები ანტისაჰაერო თავდაცვის საშუალებებით ჩამოაგდეს, ხოლო საწყობში ხანძარი დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო გაჩნდა.
გუსევის თქმით, ხანძრის შედეგად დაიწყო „ფეთქებადსაშიში ნივთების“ დეტონაცია. მისივე ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან. საგანგებო სამსახურები და სამხედროები ცდილობენ ხანძრის ჩაქრობას.
გუსევის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით დილის ათი საათიდან დასახლებულ პუნქტში, სადაც საწყობი მდებარეობს, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს. განხორციელდა მოქალაქეთა ევაკუცია.