რუსეთის ვიცე-პრემიერი მარატ ხუსნულინი აცხადებს, რომ რუსეთი ხერსონის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ოლქიდან მოსახლეობის გაყვანაში დაეხმარება
რუსეთის ვიცე-პრემიერი მარატ ხუსნულინი ამბობს, რომ რუსეთი ხერსონის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ოლქიდან მოსახლეობის გაყვანაში დაეხმარება. ეს განცხადება ხუსნულინმა მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთის მიერ ხერსონში უკანონოდ დანიშნულმა გუბერნატორმა მოსკოვს მოუწოდა, დაეხმაროს მათ ხერსონის მცხოვრებლების რუსეთის რეგიონებში გაყვანის ორგანიზებაში.
„მიღებულია გადაწყვეტილება, ხერსონის ოლქის მცხოვრებლების ქვეყნის სხვა რეგიონებში გაყვანაში დახმარების ორგანიზაცია მოხდეს. ისინი უზრუნველყოფილები იქნებიან სათანადო პირობებით“, – განაცხადა ხუსნულინმა.
რომელ რეგიონებშია დაგეგმილი რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონიდან მოქალაქეების გაყვანა, მოსკოვში არ დაუკონკრეტებიათ.
რუსეთის მთავრობამ ხერსონის ოლქის ანექსიის შესახებ განაცხადა, თუმცა მსოფლიოში არც ერთი ქვეყანა ამ გადაწყვეტილებას არ აღიარებს.