აზერბაიჯანი, ირანი და რუსეთი ელექტროსისტემების დაკავშირების პროექტზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ
აზერბაიჯანი, ირანი და რუსეთი აწარმოებენ მოლაპარაკებებს ელექტროსისტემების ურთიერთდაკავშირების პროექტზე, – ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა.
რუსეთის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ამჟამად გეგმა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ეტაპზეა, რაზეც ენერგეტიკის სამინისტროები მუშაობენ.
რუსეთის ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ გეგმა არის არა რუსეთის სამხრეთში ენერგოდეფიციტის დაფარვა, არამედ საჭიროების შემთხვევაში ელექტროენერგიის ურთიერთგაცვლა.
ენერგომომარაგება იქნება ორმხრივი, იმ პროექტების მსგავსი, რომელიც არის ბელარუსთან და დსთ-ს სხვა ქვეყნებთან.