რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ორდღიანი ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
საგარეო უწყების ცნობით, ნიკოლაი პატრუშევი ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ჩინეთ-რუსეთის სტრატეგიული უსაფრთხოების რიგით მე-17 კონსულტაციებს და ჩინეთ-რუსეთის უსაფრთხოების ძალების თანამშრომლობის რიგით მე-7 შეხვედრას დაესწრება.
როგორც „როიტერი“ წერს, პატრუშევის ჩინეთში ვიზიტი განხორციელდა უზბეკეთში „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტის ფარგლებში, ვლადიმერ პუტინსა და სი ძინპინს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ. სააგენტო აღნიშნავს, რომ ჩინეთი თავს იკავებს უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაგმობისგან და ამასთან, არ უწოდებს მას შეჭრას კრემლის მსგავსად, რომელიც უკრაინაში აგრესიას სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უწოდებს.