რუსეთის უშიშროების საბჭომ დასავლეთი რუსეთსა და ყაზახეთს შორის სუვერენული სახელმწიფოების საქმეებში ჩარევის მცდელობაში დაადანაშაულა
რუსეთის უშიშროების საბჭომ დასავლეთი რუსეთსა და ყაზახეთს, ორ სუვერენულ სახელმწიფოს შორის საქმეებში ჩარევის მცდელობაში დაადანაშაულა.
„აშშ და მათი მოკავშირეები ცდილობენ, მხარი დაუჭირონ ნაციონალისტურ განწყობებს, ავრცელებენ ტყუილს, მანიპულირებენ საზოგადოებრივ აზრზე ინტერნეტისა და სოციალური ქსელების საშუალებით“, – განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, ალექსანდრ შევცოვმა.
როგორც მედია წერს, ყაზახეთი, რომელიც რუსეთის დიდი ხნის მოკავშირე და ახლო ეკონომიკური პარტნიორია, უარს ამბობდა უკრაინაში მოსკოვის შეჭრის მხარდაჭერაზე და აცხადებდა, რომ შეასრულებს დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.