რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა სარატოვის სავაჭრო ცენტრში ტერაქტი აღკვეთა
რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა მარტში სარატოვის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ტერაქტი აღკვეთა. ამის შესახებ ნაციონალური ანტიტერორისტული კომიტეტის სხდომაზე უწყების დირექტორმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა განაცხადა. მისი თქმით, ტერაქტის ორგანიზატორები ძალოვნებმა დაკავების მცდელობის დროს მოკლეს.
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მტკიცებით, მოკლულები ტერორისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები იყვნენ, მათ იარაღი და სამ კილოგრამამდე ტროტილის ექვივალენტური სიმძლავრის ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩნდათ.
როგორც ბორტნიკოვმა განაცხადა, რუსეთის სპეცსამსაურებმა საპრეზიდენტო არჩევნების დღეს ინგუშეთსა და ბაშკირეთში, უბნებზე ორი ტერაქტი აღკვეთეს.
პირველი ტერაქტის ორგანიზატორები უსაფრთხოების ძალებმა კონტრტერორისტული ოპერაციის დროს გაანადგურეს.
ბორტნიკოვის მონაცემებით, 2018 წლის პირველ კვარტალში უსაფრთხოების სამსახურმა ექვსი ტერაქტი აღკვეთა, სპეცოპერაციების დროს დაკავებულია 189 და მოკლულია 15 ეჭვმიტანილი