რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სარატოვის ოლქში ტერაქტის მცდელობა აღკვეთეს
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა სარატოვის ოლქში ტერაქტის აღკვეთისა და ტერორისტების ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.
როგორც უწყების პრესსამსახურში განაცხადეს, დაკავების მცდელობისას ავტომობილში მყოფმა დამნაშავეებმა სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს და სროლის დროს სიცოცხლესთან შეუათავსებელი დაზიანებები მიიღეს.
ამასთან, უსაფრთხოების ფედერალური სამსახური არ აკონკრეტებს, რამდენი პირია მოკლული.
უწყების ინფორმაციით, ჩხრეკის დროს ამოღებულია ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლის სიმძლავრე 3 კილოგრამი ტროტილის ექვივალენტური იყო. ამას გარდა, აღმოჩენილია ცეცხლსასროლი იარაღი.