რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სანქტ-პეტერბურგში ტერაქტის მცდელობა აღკვეთეს
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა სანქტ-პეტერბურგში ტერაქტის მცდელობის აღკვეთის შესახებ განაცხადა.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა ცენტრალური აზიის მკვიდრი დააკავეს, რომელიც სანქტ-პეტერბურგში ტერაქტს გეგმავდა.
„უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა 2018 წლის 22 თებერვალს სანქტ-პეტერბურგში დააკავა ცენტრალურ აზიური რეგიონის მკვიდრი, რომელიც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებსა და მოქალაქეების მასობრივი შეკრების ადგილებში ტერორისტულ აქტს გეგმავდა“, – ნათქვამია უწყების პრესსამსახურის განცხადებაში.
დაკავებულის ვინაობა არ გასაჯაროებულა.