რუსეთის უსაფრთხოების სამსახური - „ისლამური სახელმწიფო“ ნიჟნი ნოვგოროდში ტერაქტს გეგმავდა
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის განცხადებით, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ საპრეზიდენტო არჩევნების დღეს ნიჟნი ნოვგოროდში ტერაქტს გეგმავდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის განცხადებით, ნიჟნი ნოვგოროდში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს აღკვეთილია საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრის საქმიანობა. უწყების ცნობით, დაკავებისას მან სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც ის გაანეიტრალეს.
უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილზე აღმოაჩინეს მაღალი სიმძლავრის ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებელი კომპონენტები, ცეცხლსასროლი იარაღი, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალები.
უწყების მონაცემებით, ეჭვმიტანილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.