რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, რომ „უკრაინელი დივერსანტების“ მიერ კურსკის ოლქში ელექტროგადამცემი ანძების დაზიანება განხორციელდა
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, რომ „უკრაინელი დივერსანტების“ მიერ კურსკის ოლქში ელექტროგადამცემი ანძების დაზიანება განხორციელდა. შესაბამის ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„2022 წლის 4, 9 და 12 აგვისტოს, კურსკის ოლქის კურჩატოვის რაიონში, უკრაინულმა დივერსიულმა ჯგუფებმა ააფეთქეს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის ექვსი ანძა, რომლებითაც კურსკის ატომური ელექტროსადგურის მეშვეობით ხორციელდება, როგორც აღნიშნული რეგიონის, ისე მეზობელი რეგიონების ენერგომომარაგება“, – ნათქვამია სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის განცხადებაში.
უსაფრთხოების სამსახურის მიხედვით, დივერსიის შედეგად დარღვეულია ატომური ელექტროსადგურის ფუნქციონირების ტექნოლოგიური პროცესი. საქმე აღძრულია ტერაქტის მუხლით. მიმდინარეობს დივერსანტების და მათი შესაძლო თანამზრახველების ძებნა.