რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, რომ კარელიის რესპუბლიკაში უკრაინული სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთეს
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, რომ კარელიის რესპუბლიკაში უკრაინული სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთეს.
უწყების მტკიცებით, ტერაქტის მზადებაში მონაწილეობდა უკრაინული სპეცსამსახურების მიერ გადაბირებული ბელარუსის მოქალაქე, რომელიც ბელარუსში აკრძალული ნაციონალისტური ფორმირების წევრი იყო და საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა.
როგორც „ფეესბეში“ აცხადებენ, ის, კურატორების მითითებით, ქალაქ ოლონცში ერთ-ერთი ადმინისტრაციული შენობის აფეთქებას გეგმავდა.
დაკავების დროს მამაკაცმა უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა, ის ადგილზევე მოკლეს.
ტელეგრამ-არხებში გავრცელებული ცნობებით, მოკლული ბელარუსი 49 წლის ნიკოლაი ალექსეევია. ბელარუსული გამოცემა „ნაშა ნივა“ წერს, რომ ის 2020 წლის ანტისახელისუფლო გამოსვლების მონაწილეა.