რუსეთის, თურქეთისა და ირანის პრეზიდენტები სირიის კონფლიქტის დარეგულირების საკითხს ანკარაში განიხილავენ
რუსეთის, თურქეთისა და ირანის პრეზიდენტები სირიის კონფლიქტის დარეგულირების საკითხს ანკარაში განიხილავენ.
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რუს და ირანელ კოლეგებთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იდლიბის პროვინციაში შექმნილ ვითარებას.
სამიტზე ასევე განიხილავენ თურქული სადამკვირვებლო პუნქტების საკითხს და ტერორისტულ ორგანიზაციებთან ბრძოლის სტრატეგიას.
ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ ანკარა სირიაში თანამშრომლობას აგრძელებს საერთაშორისო კოალიციის ძალებთანაც.
სამი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა თურქეთის დედაქალაქში 16 სექტემბერს გაიმართება.