რუსეთის ტრანსპორტის მინისტრის თქმით, ფრენების აკრძალვის მიუხედავად, 4.5-მა ათასმა რუსმა ტურისტმა საქართველოში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო
საქართველოში 4.5 ათასი რუსი ტურისტი რჩება, რომლებმაც რუსეთში ფრენების აკრძალვამდე ბილეთების გადაცვლის ან დაბრუნების სურვილი არ გამოთქვეს. ამის შესახებ რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა, ევგენი დიტრიხმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში 54 ათასი რუსი ტურისტი იყო, რუსეთის ხელისუფლებას თითოეულ მათგანთან კონტაქტი ჰქონდა, თუმცა 4.5-მა ათასმა დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო და ისინი საქართველოს სავარაუდოდ სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებებით დატოვებენ.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლა 8 ივლისიდან წყდება.