რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, უკრაინის ძალებმა ყირიმის მიმართულებით ერთდროულად 42 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს
რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, უკრაინის ძალებმა ყირიმის მიმართულებით ერთდროულად 42 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს.
სამინისტროს მტკიცებით, ყირიმის თავზე ცხრა დრონი საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა, 33 ჩაახშეს რადიოელექტრონული საშუალებებით და ისინი იქამდე ჩამოვარდნენ, ვიდრე მიზანს მიაღწევდნენ.
გასული ღამის განმავლობაში აფეთქებებისა და უპილოტო საფრენი აპარატების განადგურების შესახებ იტყობინებოდნენ ყირიმის ნახევარკუნძულის რამდენიმე რაიონის მცხოვრებლები. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობებით, რამდენიმე დრონი სევასტოპოლის რაიონში ჩამოაგდეს.