რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, სერგეი შოიგუ დონეცკის სამხრეთით, ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტში იმყოფებოდა
რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, სერგეი შოიგუ დონეცკის სამხრეთით, ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტში იმყოფებოდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ უკრაინაში მყოფი რუსი სამხედროები მოინახულა.

რუსეთის თავდაცვის უწყების მიერ ტელეგრამით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „სერგეი შოიგუ დონეცკის სამხრეთით, აღმოსავლეთ სამხედრო ოლქის ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტს ეწვია“.

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი სამხედროებს მედლებით აჯილდოვებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესრელიზის თანახმად, შოუგუმ რუს სამხედროებს უთხრა, რომ ისინი „ღირსეულად იბრძვიან“ და წინ მათ „ბევრი საქმე“ ელოდებათ.