რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ 16 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 16 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ განაცხადა.
„დღეს ღამით კიევის რეჟიმს ჰქონდა მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის წინააღმდეგ“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
როგორც რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ყირიმის თავზე 13 უკრაინული დრონი გაანადგურა, ხოლო ვოლგოგრადის რეგიონში – სამი.