რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინის ხერსონის რეგიონს მთლიანად აკონტროლებენ
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსი ჯარისკაცები უკრაინის ხერსონის რეგიონს მთლიანად აკონტროლებენ. „ბიბისის“ ცნობით, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, იგორ კონაშენკოვმა განაცხადა.
უკრაინული მედია აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ავრცელებს.
ხერსონის ოლქში რუსეთის საოკუპაციო ჯარების წინააღმდეგ ადგილობრივი მოსახლეობა საპროტესტო აქციებს მართავს.