რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გამოსცადეს
რუსეთში განაცხადეს, რომ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გამოსცადეს.
როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, ასტრახანის ოლქიდან გაშვებულმა რაკეტამ სამიზნე ყაზახეთში მდებარე პოლიგონზე გაანადგურა.
როგორც მოსკოვში აცხადებენ, რაკეტის გამოცდა წარმატებული იყო და „ამან დაასაბუთა იმ კონსტრუქციული და ტექნიკური გადაწყვეტილებების სისწორე, რომელსაც რუსეთი მიმართავს ახალი სტრატეგიული დანიშნულების მქონე სარაკეტო კომპლექსებზე მუშაობისას“.