რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ საჰაერო თავდაცვამ 35 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ 35 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.
მათივე ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს 22 უკრაინული საფრენი აპარატი და კიდევ 13 აზოვის ზღვისა და ყირიმის ტერიტორიაზე.
„დღეს ღამით კიევის რეჟიმს ჰქონდა მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე. მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა 22 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი და კიდევ 13 აზოვის ზღვისა და ყირიმის რესპუბლიკის ტერიტორიაზე“, – აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.