რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსმა სამხედროებმა ყირიმის თავზე 20 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსმა სამხედროებმა ყირიმის თავზე 20 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინის მიერ ყირიმის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე „ტერორისტული თავდასხმის მცდელობა“ მოიგერიეს.

მათივე განცხადებით, ყირიმის თავზე 20 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება მოახერხეს.

„დღეს ღამით კიევის რეჟიმს ჰქონდა ტერორისტული თავდასხმის მცდელობა 20 უპილოტო საფრენი აპარატით ყირიმის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე, რასაც მსხვერპლი არ მოჰყოლია, ასევე, არანაირი დაზიანება“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ 14 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა, ხოლო კიდევ ექვსი დრონი ელექტრონული ომის სისტემებით ჩაახშვეს.

რუსული მედიის ცნობით, მსხვერპლისა და დაზიანებების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.