რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის სოფელი კალინოვო დაიკავეს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინაში, დონეცკის ოლქის სოფელი კალინოვო დაიკავეს.
სოფელი პოკროვსკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს, რომელზე შეტევასაც რუსეთის ძალები აქტიურად აწარმოებენ.
უკრაინის ხელისუფლების 2001 წლის სტატისტიკით, სოფელში 200 ადამიანი ცხოვრობდა.
უკრაინულ მხარეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.