რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთის სხვადასხვა რაიონში 28 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის სხვადასხვა რაიონში 28 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატია ჩამოგდებული. როგორც რუსული სააგენტოები იუწყებიან, უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდეს ბელგოროდში და კურსკში, ასევე შავი ზღვის თავზე.
მანამდე, ბელგოროდის გუბერნატორმა, ვიაჩისლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ მისი რეგიონის საჰაერო სივრცეში ექვსი დრონია ჩამოგდებული.
ცნობისთვის, 15 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ასევე ამტკიცებდა, რომ ღამის განმავლობაში რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ 27 უკრაინული უპილოტოს ჩამოგდება შეძლო.