რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ღამის განმავლობაში ანტისაჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის საჰაერო სივრცეში ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღამის განმავლობაში ანტისაჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის საჰაერო სივრცეში ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს: ორი მათგანი – მოსკოვთან, ხოლო კიდევ ორი – ბრიანსკის ოლქში.
მოსკოვის მერიის ინფორმაციით, ერთ-ერთი დრონი – კრასნოგორსკში, ხოლო მეორე ჩასცოვში ჩამოვარდა. ადგილზე მობილიზებულები არიან სპეცსამსახურები.
უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის პერიოდში რუსეთის დედაქალაქის ორი აეროპორტი, შერემეტიევო და დომოდედოვო დროებით დახურეს.
მოსკოვზე დრონებით თავდასხმა უკვე რამდენიმე დღეა, ხორციელდება. რუსეთი იერიშებში უკრაინას ადანაშაულებს. უკრაინა ოფიციალურად ამ მოვლენებზე კომენტარს არ აკეთებს.