რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სერგეი შოიგუ უკრაინაში ომის წინა ხაზზე იმყოფებოდა
რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ უკრაინაში ომის წინა ხაზზე იმყოფებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას და შესაბამის ვიდეომასალას რუსეთის თავდაცვის უწყება ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სერგეი შოიგუმ ვერტმფრენით გადაუფრინა ფრონტის წინა ხაზზე დისლოცირებულ რუსეთის სამხედროების პოზიციებს, შეხვდა სამხედროებს და მოისმინა მეთაურების ანგარიშები არსებული სიტუაციის შესახებ.
უკრაინაში ომის წინა ხაზზე შოიგუს ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში მიმდინარე საომარო მოქმედებების საკოორდინაციო შტაბი მოინახულა.
კრემლის ცნობით, პუტინმა შტაბში მთელი დღე გაატარა.