რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის შვიდ რეგიონს 51 დრონით დაესხნენ თავს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კვირას, ღამით საჰაერო თავდაცვის ძალებმა 51 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
მათგან 18 – ტამბოვის ოლქში, 16 – ბელგოროდის ოლქში, სამი – ვორონეჟის და ერთი – კურსკის საჰაერო სივრცეში. რუსეთის სამხედრო უწყების მტკიცებით, ოთხი დრონი გაანადგურეს ბრიანსკის, ლიპეცკისა და ორლოვის ოლქებში.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ დრონის თავდასხმის შედეგად ერთმა ქალმა საშუალო სიმძიმის დაზიანება მიიღო.