რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღიარა, რომ უკრაინაში წვევამდელებს გზავნიდა
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღიარა, რომ უკრაინაში წვევამდელებს გზავნიდა.
„სამწუხაროდ, რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფებში, წვევამდელების ყოფნის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა უკრაინის ტერიტორიაზე სპეცოპერაციის განხორციელებისას. თითქმის ყველა ასეთი სამხედრო მოსამსახურე უკვე გაყვანილია რუსეთის ტერიტორიაზე“, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა.
უწყება ასევე ადასტურებს რამდენიმე წვევამდელის დატყვევებას.