რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - რუსმა სამხედროებმა კურსკის ოლქის სიღრმეში უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა შეაჩერეს
რუსმა სამხედროებმა კურსკის ოლქის სიღრმეში უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა შეაჩერეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
რუსეთის კურსკის ოლქში შეჭრის შემდეგ უკრაინელმა სამხედროებმა რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიკავეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები შევიდნენ ნიკოლაევო-დარიინოს, დარიინოს და სვერდლიკოვოს დასახლებებში.
გავრცელებული ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, სავარაუდოდ, შეძლეს საკონტროლო ზონის გაფართოება 38K-004 გზატკეცილის გასწვრივ სამხრეთ-აღმოსავლეთით და მოძრაობდნენ სუჯის დასავლეთ გარეუბანში.
არსებული ინფორმაციით, კურსკის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სულ უკრაინული ფორმირების 400-მდე წევრია.