რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ობიექტებსა და საჰაერო ბაზებზე ჯგუფური დარტყმა განახორციელეს
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ობიექტებსა და საჰაერო ბაზებზე ჯგუფური დარტყმა განახორციელეს, – ამის შესახებ აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტროს განცხადების თანახმად, დღეს დილით, კიევის რეჟიმის მცდელობის საპასუხოდ, ზიანი მიეყენებინათ რუსეთის ენერგეტიკული და ეკონომიკური ობიექტებისთვის, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა ჯგუფური დარტყმა წამოიწყეს შორი მანძილის ზუსტი იარაღით, რომლის სამიზნე იყო უკრაინის სამხედრო ინდუსტრიის ობიექტები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კიევის რეჟიმის წარმომადგენლების განცხადებები რუსეთის მიერ სავარაუდო განზრახ სარაკეტო დარტყმის შესახებ სამოქალაქო ობიექტებზე აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოქვეყნებული უამრავი ფოტო და ვიდეოკადრი ნათლად ადასტურებს ქალაქის შიგნით საზენიტო-სარაკეტო სისტემიდან გაშვებული უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტის ჩამოვარდნის ფაქტს.