რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კურსკის ოლქში დამატებით ძალებს აგზავნის
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კურსკის ოლქში დამატებით ძალებს აგზავნის.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოფიციალური განცხადების მიხედვით, დამატებით ძალები სუჯის რაიონში გააგზავნეს, სადაც საბრძოლო მოქმედებები გრძელდება.
რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, იმ კოლონების შემადგენლობაში, რომლებიც კურსკისკენ მიემართებიან, არის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, საარტილერიო დანადგარები, მძიმე ტექნიკა, ავტომობილები „ურალი“ და „კამაზი“.
გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის უწყებამ ქვედანაყოფების კურსკისკენ გადასროლის კადრებიც გაავრცელა.
ცნობისთვის, რუსული მედიის ინფორმაციით, ექვს აგვისტოს რუსეთში, კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალები შეიჭრნენ და სუჯის რაიონის ტერიტორიის ნაწილის დაკავება სცადეს.
საბრძოლო მოქმედებები კურსკში, მეოთხე დღეა, გრძელდება.