რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ ჩაპლინოს რკინიგზის სადგურზე სარაკეტო დარტყმა რუსეთის არმიამ მიიტანა
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ ჩაპლინოს რკინიგზის სადგურზე სარაკეტო დარტყმა რუსეთის არმიამ მიიტანა, თუმცა ამავე დროს მოსკოვში ამტკიცებენ, რომ გაანადგურეს სამხედრო ეშელონი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, დაიღუპა 200-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე და ლიკვიდირებული 10 ერთეული ტექნიკა.
მათვე ცნობით, დარტყმა განხორციელდა „ისკანდერის“ ტიპის რაკეტით.
შეგახსენებთ, უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ დნეპროპეტროვსკში მდებარე სარკინიგზო სადგურ ჩალპილონზე იერიშის შედეგად 25 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი იყო. სამხედროებს შორის მსხვერპლის შესახებ კიევში არაფერს ამბობენ.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, სარაკეტო დარტყმის ადგილას აღმოჩენილია რაკეტა „სმერჩის“ და „ეს-300“-ის ნამსხვრევები, ხოლო კერძო დასახლებაში მდებარე სახლებზე დარტყმის დროს გამოყენებული იყო „ისკანდერის“ ტიპის რაკეტა.