რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინის „სამხედრო და ენერგეტიკული სისტემის ობიექტებზე დარტყმების მიზანი მიღწეულია“
უკრაინის სამხედრო და ენერგეტიკული სისტემის ობიექტებზე დარტყმების მიზანი მიღწეულია, ყველა განსაზღვრული ობიექტი დაბომბილია, – რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„დღეს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა განაგრძეს მასობრივი დარტყმა შორი მანძილის მაღალი სიზუსტის საჰაერო და საზღვაო იარაღით სამხედრო სამეთაურო-საკონტროლო ობიექტებზე და უკრაინის ენერგეტიკულ სისტემაზე. ყველა განსაზღვრული ობიექტი დაიბომბა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
პარალელურად, უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დნეპროპეტროვსკის რეგიონში ენერგეტიკულ ობიექტებზე მიიტანეს იერიში, რის გამოც ბევრი დასახლებული პუნქტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ამავდროულად, უკრაინული მედიის ცნობით, ენერგეტიკული ობიექტები ლვოვის რეგიონშიც დაიბომბა.