რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს
რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს მოადგილე ტიმურ ივანოვი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მედია წერს, კომიტეტის ანგარიშში საქმის დეტალები განხილული არ არის.
რუსული მედიის ცნობით, სავარაუდოდ, ქრთამის სახით აღებული თანხა მილიონ რუბლს შეადგენს, რის გამოც, შესაძლოა, ივანოვს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ტიმურ ივანოვის დაკავების შესახებ ვლადიმერ პუტინი ინფორმირებულია, ხოლო თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ აღნიშნულთან დაკავშირებით წინასწარ გააფრთხილეს.
ტიმურ ივანოვი რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2016 წლიდან იკავებდა.