რუსეთის თავდაცვის მინისტრი სომხეთში ჩავიდა
რუსეთის თავდაცვის მინისტრი სომხეთში ჩავიდა

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სომხეთშია.

​როგორც რუსეთის თავდაცვის უწყების პრესსამსახურში განმარტეს, სერგეი შოიგუ ქალაქ გიუმრიში რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზას დაათვალიერებს და სამხედრო მზადყოფნის შესახებ ბაზის მეთაურების ანგარიშს მოისმენს.

ამის შემდეგ რუსეთის თავდაცვის მინისტრი ერევანში გაემგზავრება, სადაც თავის სომეხ კოლეგას შეხვდება.

რუსეთის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ შოიგუს მიიღებენ სომხეთის მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირები.