რუსეთის თავდაცვის მინისტრი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. ლიდერს ხვდება
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი მოსკოვში ჩავიდა, სადაც ის რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ხვდება.
როგორც რუსული მედია წერს, „სერგეი შოიგუსთან შეხვედრაზე მხარეები ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარების შესახებ ისაუბრებენ“. ამის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებამდე თავად შოიგუმ განაცხადა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, „რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების მეგობრული ურთიერთობების ფარგლებში დაგეგმილია წვრთნები, სამხედრო თანამშრომლობა და ახალი თაობის გაწვრთნა“.
როგორც რუსული მედია იუწყება, „ბიბილოვმა რუსეთის თავდაცვის მინისტრს 2008 წელს ჰუმანიტურული კატასტროფის თავიდან აცილებისთვის მადლობა გადაუხადა და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა“.