რუსეთის სპეცსამსახურების ცნობით, სანქტ პეტერბურგში ტერაქტების ორგანიზებას „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები გეგმავდნენ
რუსეთის სპეცსამსახურების ცნობით, სანქტ პეტერბურგში ტერაქტების ორგანიზებას „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები გეგმავდნენ

რუსეთის სპეცსამსახურების ცნობით, სანქტ პეტერბურგში ტერაქტების ორგანიზებას „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები გეგმავდნენ. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა შესაბამისი ინფორმაციის დამადასტურებელი ვიდეო გაავრცელა. ვიდეოში ჩანს, რომ ერთ-ერთი დაკავებული მამაკაცი ტერორისტული დაჯგუფების ერთგულების ფიცს დებს.

მათივე ინფორმაციით, დაკავებულებისგან ამოღებულია მტკიცებულებები, „რაც მათ მიერ ტერაქტისთვის მზადებას ადასტურებს“.

როგორც მანამდე გახდა ცნობილი, რუსეთის სპეცსამსახურებმა 27 დეკემბერს დააკავეს ქვეყნის ორი მოქალაქე, რომლებიც საახალწლოდ სანქტ პეტერბურგში ტერაქტების მოწყობას გეგმავდნენ. ფედერალური უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ მათი დაპატიმრება აშშ-ისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მოხერხდა.