რუსეთის სკოლებში სასწავლო პროცესი სამი კვირით შეწყდება. ამის შესახებ რუსეთის განათლების მინისტრმა სერგეი კრავცოვმა განაცხადა.
სკოლებში არდადეგები 23 მარტიდან 12 აპრილამდე გამოცხადდა. რუსეთის განათლების მინისტრის თქმით, ორგანიზებული იქნება დისტანციური სწავლება.
ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსის 114 შემთხვევაა დადასტურებული. დაავადება გამოვლენილია ქვეყნის 26 რეგიონში.