რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორის, კარიმ ხანის დაკავების ორდერი გასცა
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორის, კარიმ ხანის დაკავების ორდერი გასცა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორის, კარიმ ხანის დაკავების ორდერი გასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა „მედიაზონა“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ კარიმ ხანზე ძებნა გამოაცხადა.

ბაზაში გამოქვეყნებულია პროკურორის ფოტო, თუმცა არ არის დაკონკრეტებული, რომელი მუხლის დარღვევაში სდებენ მას ბრალს.

შეგახსენებთ, მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და რუსეთში ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ალექსეევნა ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების განკარგულება გასცა. მათ უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციაში ადანაშაულებენ. ამის შემდეგ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრების განკარგულების გაცემის საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.