რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ოდესის ოლქზე კამიკაძე დრონებით იერიში მიიტანეს
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ოდესის ოლქზე კამიკაძე დრონებით იერიში მიიტანეს. დარტყმა განხორციელდა მარცვლეულის საცავებზე.
უკრაინული ტელეგრამარხები უკრაინის არმიის სამხრეთის მეთაურობაზე დაყრდნობით ავრცელებენ ინფორმაციას, რომ „შაჰედის“ ტიპის დრონებით დარტყმები განხორციელდა დუნაის რაიონში მარცვლეულის საცავებსა და საწარმოო კომპლექსზე.
უკრაინული მხარის ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს ცხრა უპილოტო საფრენი აპარატი. სასაწყობე ობიექტებში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. სამოქალაქო მოსახლეობაში დაშავებულები არ არიან.
ამას გარდა, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დილით ხერსონზე ავიადარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც ცეცხლი გაჩნდა საბავშვო ბაღში, არიან დაშავებულები.
ხერსონის საქალაქო ადმინისტრაციის უფროსის, რომან მროჩკოს ცნობით, დაზიანებები ექვსმა ადამიანმა მიიღო.