რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, დაიღუპა ერთი და დაშავდა რვა ადამიანი
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. როგორც ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია იუწყება, ბალისტიკური რაკეტით მიტანილი დარტყმის სამიზნე პორტის ინფრასტრუქტურა იყო.
შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ოდესის ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანდა ხორბლის შესანახი საცავი, ასევე სამოქალაქო ხომალდები.