რუსეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ჯგუფის მეთაურად ვალერი გერასიმოვი დაინიშნა
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ჯგუფის მეთაურად დანიშნა.
მანამდე ამ თანამდებობას სერგეი სუროვიკინი იკავებდა. ის ახლა გერასიმოვის მოადგილე იქნება.
„სპეციალური ოპერაციის ხელმძღვანელობის დონის ამაღლება დაკავშირებულია გადასაჭრელი ამოცანების მასშტაბის გაფართოებასთან, შეიარაღებული ძალების ტიპებსა და სახეობებს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთქმედების ორგანიზების აუცილებლობასთან“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.