რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის ეპისკოპოსთა სინოდმა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა
რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის ეპისკოპოსთა სინოდმა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა

რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის ეპისკოპოსთა სინოდმა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა.

რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება უკრაინის მოვლენებს უკავშირდება, კონსტანტინოპოლის მოქმედება კი „კანონიკურ მართლმადიდებლურ ბუნებას“ მძიმე შეურაცხყოფას აყენებს.

„შეუძლებლად მივიჩნევთ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ევქარისტიული კავშირის გაგრძელებას ნებისმიერ დონეზე, ვიდრე ეს უძველესი და ერთ დროს დიდებული დობილი ეკლესია არ მოინანიებს და უარს არ იტყვის მართლმადიდებლური დოქტრინისთვის უცხო სწავლებაზე, ვიდრე არ დაუბრუნდება მართლმადიდებლობას და არ შეწყვეტს უკანონობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთის საზღვარგარეთის მართლმადიდებლური ეკლესია რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის თვითმმართველი ნაწილია. რუსეთის ეკლესიის გაღიზიანება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომელმაც უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება გადაწყვიტა.