რუსეთის სატრანსპორტო პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის ჰოსპიტალიზაციის საქმეზე გამოძიება დაიწყო
რუსეთის სატრანსპორტო პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის ჰოსპიტალიზაციის საქმეზე გამოძიება დაიწყო.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ციმბირის ფედერალური სატრანსპორტო სამმართველოს პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, სამართალდამცველებმა შეამოწმეს ტომსკის სასტუმროში ნომერი, სადაც ნავალნი იმყოფებოდა, ასევე შეისწავლეს მისი გადაადგილების მარშრუტის მონაკვეთები.
„ამოღებულია 100-ზე მეტი საგანი, რომლებსაც შესაძლოა, ჰქონდეთ მტკიცებულებითი მნიშვნელობა. ჩატარდა ვიდეოსათვალთვალო სისტემების მონაცემთა ანალიზი. ტარდება 20-ზე მეტი სხვადასხვა კრიმინალისტური გამოკვლევა“, -აღნიშნლია უწყების განცხადებაში.
ამასთან პრესრელიზში ნათქვამია, რომ ნავალნის ორგანიზმში ძლიერმოქმედი ნივთიერებები აღმოჩენილი არ ყოფილა.
24 აგვისტოს კლინიკა „ჩარიტიმ“ (Charite), სადაც ალექსეი ნავალნი მკურნალობს, დაადასტურა, რომ პოლიტიკოსი მოწამლულია. კლინიკური კვლევების შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ ნავალნი მოწამლულია აქტიური ნივთიერებებით, რომელთა ზუსტი შემადგენლობა ჯერ უცნობია.
ალექსეი ნავალნი შეუძლოდ 20 აგვისტოს გახდა.