რუსეთის სათათბიროს სპიკერი - ზელენსკიმ უნდა გაიყვანოს ჯარები დონბასიდან, დააფიქსიროს ყირიმის აღიარების, უკრაინის უბლოკო სტატუსისა და დენაციფიკაციის შესახებ ვალდებულებები
რუსეთის სათათბიროს სპიკერი - ზელენსკიმ უნდა გაიყვანოს ჯარები დონბასიდან, დააფიქსიროს ყირიმის აღიარების, უკრაინის უბლოკო სტატუსისა და დენაციფიკაციის შესახებ ვალდებულებები

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერის ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა გაიყვანოს ჯარები დონბასიდან, დააფიქსიროს ვალდებულებები ანექსირებული ყირიმის აღიარების, ასევე ქვეყნის უბლოკო სტატუსისა და ე.წ. დენაციფიკაციის თაობაზე.

ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.

ვიაჩესლავ ვოლოდინის თქმით, ზელენსკი უკრაინის მოქალაქეებზე თუ ფიქრობს, მან დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს გარკვეული გადაწყვეტილებები.

„პირველი, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანა. მეორე, მოლაპარაკების საფუძველზე დააფიქსიროს ვალდებულება ყირიმის აღიარების, უკრაინის უბლოკო სტატუსის, ასევე ქვეყნის დენაციფიკაციასა და დემილიტარიზაციის შესახებ“, – განაცხადა ვოლოდინმა და აქვე დასძინა, რომ „სხვანაირად არ გამოვა“.