რუსეთის სარატოვის ოლქში მდებარე „ენგელსის ავიაბაზას“ უპილოტო აპარატებით დაესხნენ თავს
რუსეთის სარატოვის ოლქში მდებარე „ენგელსის ავიაბაზას“ უპილოტო აპარატებით დაესხნენ თავს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოპერაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ ჩაატარა.
უკრაინის სპეცსამსახურებში აცხადებენ, რომ თავდასხმა შედეგიანი იყო და დეტალები ზუსტდება. ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეომასალებში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის.
რუსული მედია წერს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ ოთხი უპილოტო აპარატი ჩამოაგდო, მსხვერპლი და ინფრასტრუქტურის ნგრევა არ არის.
რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების „ენგელსის ავიაბაზაზე“ რუსული სტრატეგიული ბომბდამშენებია განთავსებული.