რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქები - სლავიანსკი და კრამატორსკი დაბომბა
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქები – სლავიანსკი და კრამატორსკი დაბომბა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, სარაკეტო იერიშის შედეგად სამრეწველო საწარმოები დაზიანდა.
ქალაქ სლავიანსკში „ეს 300“-ის ტიპის ორი რაკეტა კერამიკის ქარხანას დაეცა, კრამატორსკში კი მანქანათმშენებელი ქარხნის ადმინისტრაციული შენობა დაიბომბა.
უკრაინული მედიის ცნობით, სარაკეტო იერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაზიანებულია შენობები, მაგრამ ყველა ღირებული ტექნიკა დროულად იქნა გატანილი უკრაინის უსაფრთხო რეგიონებში.