რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში ბოლო ერთ დღეში 23 საავიაციო და ერთი სარაკეტო იერიში განახორციელეს
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში ბოლო ერთ დღეში 23 საავიაციო და ერთი სარაკეტო იერიში განახორციელეს. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან უკრაინის არმიის პოზიციებისa და დასახლებული პუნქტების მიმართულებით 20-ზე მეტი დაბომბვა განახორციელეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის დონეცკის ოლქში არტილერიით ორი ქალაქი – ტორეცკი და ჩასოვ იარი დაბომბეს, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.
რუსმა ჯარისკაცებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში სამჯერ დაბომბეს ქალაქი ხერსონი. დაზიანებულია სკოლის შენობა, ასევე კერძო და მრავალსართულიანი სახლები. დაბომბვის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა.
უკრაინის არმიამ მოიგერია რუსეთის თავდასხმები ავდეევკის, ბახმუტის, მარინკისა და ლიმანის მიმართულებით.
უკრაინის არმიის გენშტაბის ცნობით, დონეცკის ოლქის სხვადასხვა რაიონში უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის მებრძოლებმა ნაღმტყორცნებით რუსეთის ქვეითი ჯარის პოზიციები დაბომბეს.