რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონეცკის ოლქში დასახლებული პუნქტები - ჟელანოე და ორლოვკა დაიკავეს
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონეცკის ოლქში დასახლებული პუნქტები – ჟელანოე და ორლოვკა დაიკავეს. სადამკვირვებლო პროექტის, „დიფ სთეითის“ მონაცემებით, რუსმა სამხედროებმა წინ წაიწიეს ნიუ-იორკის, ნიკოლაევკის, ჟურავკისა და კრასნოგოროვკის მიმართულებით.
გავრცელებული ცნობით, რუსეთის საოკუპაციო არმიის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია პოკროვსკის მიმართულებით.
„ომის შესწავლის ინსტიტუტის“ მონაცემებით, რუსეთის არმიას აქვს მცირე წინსვლა პოკროვკსი მახლობლად. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება, რომ ფრონტის ხაზზე 153 სამხედრო შეტაკება მოხდა.