რუსეთის სამხრეთში ელექტროენერგიის შეფერხებით მიწოდებით უკმაყოფილო მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს
რუსეთის სამხრეთ ნაწილში ელექტროენერგიის შეფერხებით მიწოდებით უკმაყოფილო მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობით, დემონსტრაციები გაიმართა კრასნოდარსა და ანაპაში.
კრასნოდარში დემონსტრანტებმა რამდენიმე გზა გადაკეტეს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ზოგიერთ აბონენტს დენის მიწოდება დღეში 10 საათით უწყდება.
კრასნოდარის რეგიონის გუბერნატორის, ვენიამინ კონდრატიევის განცხადებით, ელექტროენერგიის მიწოდებაში შეფერხებები უჩვეულოდ მაღალ ტემპერატურას უკავშირდება, რის გამოც ენერგოსისტემებზე კოლოსალური დატვირთვაა.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში პოლიციის მიერ ორი დემონსტრანტის დაკავება ჩანს.