რუსეთის სამხედრო-კოსმოსურმა ძალებმა შეიარაღებაში ორი ერთეული უახლესი „მიგ-35“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავი მიიღო
რუსეთის სამხედრო-კოსმოსურმა ძალებმა შეიარაღებაში ორი ერთეული უახლესი „მიგ-35“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავი მიიღო.
რუსეთის თვითმფრინავმშენებელი კორპორაცია „მიგ-ის“ დირექტორის, ილია ტარასენკოს განცხადებით, რუსეთის არმია წლის ბოლომდე კიდევ ოთხ ერთეულ ავიაგამანადგურებელს მიიღებს.
რუსული კორპორაცია „მიგ-35“-თან დაკავშირებით, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროსთან კიდევ ერთი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს.
„მიგ-35“ უახლესი მრავალფუნქციური 4++ თაობის ავიაგამანადგურებელია და განკუთვნილია მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის ზონის გარედან სახმელეთო და წყალქვეშა სამიზნეების გასანადგურებლად. „მიგ-35“-ის პირველი საჰაერო გამოცდა 2017 წლის 26 იანვარს განხორციელდა.